2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ჩინეთში 19 მლნ 972 ათასი დოლარის მადნები და სპილენძის კონცენტრანტები იქნა ექსპორტირებული.
როგორც „საქმის კურსის“ მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ჩინეთში ექსპორტმა ჯამში $25 მლნ 277 ათასი შეადგინა.
ჩინეთში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები ($2 მლნ 397 ათასი), მესამეზე კი - მადნები და მანგანუმის კონცენტრანტები ($950 ათას 400). ხუთეულს მსუბუქი ავტომობილები ($942 ათას 600) და ნარჩენები და სპილენძის ჯართი ($674 ათას 800).
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩინეთში ექსპორტი მუდმივად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. კერძოდ, 2012 წელს ექსპორტმა $25 მლნ 674 ათასი შეადგინა, 2013 წელს - $33 მლნ 956 ათასი, 2014 წელს - $90 მლნ 393 ათასი, 2015 წელს - $125 მლნ 800 ათასი, 2016 წელს კი ჩინეთში განხორციელებული ექსპორტის ღირებულება $169 მლნ 586 ათასი იყო.
რაც შეეხება იმპორტს, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთში ჯამურმა იმპორტმა $89 მლნ 527 ათასი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, დიდი განსხვავებით დომინანტი საიმპორტო ჯგუფი არ იკვეთება; სამეულშია ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისგან სიგანით 600 მმ ან მეტი ($3 მლნ 49 ათასი), რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები ($2 მლნ 767 ათასი) და სატელეფონო აპარატები ($2 მლნ 616 ათასი).
2012-2016 წლებში ჩინეთიდან იმპორტის სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2012 წელს ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით, $614 მლნ, 2013 წელს - $612 მლნ, 2014 წელს - $733 მლნ, 2015 წელს - $587 მლნ, 2016 წელს კი, $547,5 მლნ -ის იმპორტი იქნა განხორციელებული.
ცნობისთვის: 2017 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის მიხედვით, ჩინეთი საქართველოს #4 სავაჭრო პარტნიორი პარტნიორი ქვეყანაა.

























