მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ცხვრის ექსპორტი შემცირდა - მიზეზები

BM.GE
07.09.22 16:46
258
საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივლისში ექსპორტზე 2 748 ტონა ცხვარი გავიდა, საიდანაც ქვეყანამ 9.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნია, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ცოცხალი ცხვრის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 16.5 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2022 წლის პირველ შვიდ თვეში ცხვრის ექსპორტი 44.1%-ით არის შემცირებული. 

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ცოცხალი ცხვრის მთავარი საექსპორტო ქვეყანა საუდის არაბეთი იყო. წელს კი ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტი მნიშვნელოვნად - 72.2%-ით შემცირდა. 

სტუმარი: ბექა გონაშვილი - მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები