მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 400%-ით გაიზარდა

63287abbed061
შოთა ტყეშელაშვილი
19.09.22 19:00
988
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ წელს საქართველოდან უცხოეთში ელექტროენერგიის ექსპორტმა 73.9 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 399%-ით მეტია.

ექსპორტის შემოსავლის მატება ქვეყანაში გაუმჯობესებულმა გენერაციამ, ასევე გაზრდილმა საექსპორტო ტარიფმა განაპირობა.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია, სადაც წელს 69.3 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე. წინა წელთან შედარებით ეს თანხა რვაჯერ არის გაზრდილი.

თურქეთის გარდა, ექსპორტზე 4 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია სომხეთში, 0.6 მილიონი დოლარის ღირებულების კი აზერბაიჯანში გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები