მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ექსპორტი 9%-ით შემცირდა - რამ გამოიწვია კლება?

ექსპორტი საქართველოდან

საქსტატმა 2024 წლის პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 9.3%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ ავტოექსპორტი იკავებს, რომელიც წელს დამატებით 8%-ით, 443 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულიდან გამქრალია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 206 მილიონი დოლარის ექსპორტით მეორე ადგილს იკავებდა, წელს კი მხოლოდ 12 მილიონი დოლარის ოდენობით გავიდა ექსპორტზე. ეს კი თავის მხრივ 94%-იან ვარდნას წარმოადგენს. სწორედ ამ საქონლის ექსპორტის შემცირების გამო, საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა 9%-ით იკლო.

სპილენძის მადნების ექსპორტის ვარდნა როგორც ადგილობრივი წარმოების სპილენძის, ასევე რეექსპორტზე გასატანი სპილენძის მოცულობების მკვეთრი შემცირებით არის განპირობებული.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდებოდა:

  1. ავტოექსპორტი - $443 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%;
  2. ღვინო - $84 მილიონი, ზრდა წინა წელთან 48%;
  3. ფეროშენადნობები - $72.5 მილიონი, კლება წინა წელთან 11%;
  4. სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი, ზრდა წინა წელთან 43%;
  5. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $40 მილიონი, ზრდა წინა წელთან 140%;
  6. მინერალური წყლები - $37 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40%;
  7. აზოტოვანი სასუქები - $34 მილიონი, კლება წინა წელთან 39%;
  8. მედიკამენტები - $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 50%;
  9. გაზიანი შაქრიანი სასმელები - $24 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%;
  10. მაისურები - $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები