მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ექსპორტში ყველაზე დიდი წილი სპილენძის მადნებს და კონცენტრატებს უკავია

578dd740434a5
BM.GE
19.07.16 11:29
1680
2016 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1300 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (778 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (390 მლნ. აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 148 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 75 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 74 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ივნისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 1614 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 34 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტმა 1486 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 243 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 219 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ კანადიდან იმპორტს გასული წლის იანვარ-ივნისში 0,1 პროცენტი ეკავა, მიმდინარე წელს კი 26% უკავია. ამავე პერიოში კანადადიან შემოსულმა სამკურნალო საშუალებების იმპორტმა 5,3 ტონა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები