მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ექსპორტზე 3 367 ტონა ატამი გავიდა

578b24159debe
ელენე გოგბერაშვილი
17.07.16 10:20
3219
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 14 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 3 367 ტონა ატამია ექსპორტირებული, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე, დაახლოებით 14 ათას ტონისს რეალიზაცია განხორციელდა.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" სამინისტროდან აცნობეს, კახეთის რეგიონში ატამს ,,ქართული ხილის კომპანია“ იბარებს, რომელსაც დღეში დაახლოებით 80 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება-დახარისხების შესაძლებლობა აქვს. გარდა აღნიშნული კომპანიისა, გახსნილია 20-მდე ატმის მიმღები პუნქტიც.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედარაციაში (71%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (16%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (11%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები