საქართველოდან ევროპისა და ჩინეთში მოსაპირკეთებელი კირქვების ექსპორტი დაიწყო. როგორც Colliers Georgia MMS-ს მმართველმა პარტნიორმა მაია ზავრაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი ქვების კომერციული მოცულობები უკვე შევიდა რამდენიმე საერთაშორისო ბაზარზე, ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იტალია და ჩინეთია.
ზავრაშვილის თქმით, კარიერების დამუშავებასა და წარმოებას კომპანია “ზოდის” ჯგუფში შემავალი “ლაიმსთოუნ ჯორჯია” ახორციელებს, რომელთან პარტნიორობით Colliers MMS ორი წელია საექსპორტო ბაზრებზე მუშაობის მიმართულებით პარტნიორობს.
საქმე ის არის, რომ გასული წლიდან მიმდინარეობს საქართველოში მოპოვებული ქვების ექსპორტი იტალიაში. ქვების მიწოდება ხდება ისეთი რანგის კომპანიებისთვის როგორიცაა Antolini, Planet Stones და სხვა. წელს უკვე მათ ჩამონათვალს კომპანია E.L.M.A.R SAS დაემატა.
მაია ზავრაშვილის თქმით, როგორც ჩინეთი, ასევე იტალია ქართული ბუნებრივი ქვების რეგულარული საექსპორტო ბაზარი გახდა.
“ზოდისა” და Colliers MMS-ს კოლაბორაციით საქართველოდან მოსაპირკეთებელი მასალის ექსპორტი ასევე ხორციელდება საუდის არაბეთში, საბერძნეთსა და ისრაელში.