მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა - სად რამდენს ვყიდით?

ღვინო

2026 წლის 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 163.6 მლნ აშშ დოლარის 52 419 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც თანხაში 1.1%-ით ნაკლებია, რაოდენობრივად კი 6.8%-ით.

bm.ge გთავაზობთ ქართული ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალს:

გასაღების ძირითადი ბაზარი კვლავ რუსეთია.

  1. რუსეთი - 102.196 მლნ აშშ დოლარის (34 898 ტონა)
  2. პოლონეთი - 10.697 მლნ აშშ დოლარის (4 092 ტონა)
  3. უკრაინა - 7.505 მლნ აშშ დოლარის (2 714 ტონა)
  4. ჩინეთი - 6.279 მლნ აშშ დოლარის (2 149 ტონა)
  5. ყაზახეთი - 5.007 მლნ აშშ დოლარის (1 494 ტონა)
  6. გერმანია - 4.904 მლნ აშშ დოლარის (1 018 ტონა)
  7. ბელარუსი - 4.243 მლნ აშშ დოლარის (1 537 ტონა)
  8. აშშ - 3.623 მლნ აშშ დოლარის (615.8 ტონა)
  9. ლატვია - 3.281 მლნ აშშ დოლარის (747.4 ტონა)
  10. თურქეთი - 2.330 მლნ აშშ დოლარის (393.3 ტონა)

პარალელურად 12.3%-ით არის შემცირებული სპირტიანი სასმლის ექსპორტიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები