2017 წელს საქართველოდან ისრაელში ექსპორტი 2-ჯერ ჩამორჩებოდა იმპორტს.
საქსტატიდან BM.ge-ის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან ისრაელში ექსპორტმა 7 მლნ დოლარი შეადგინა; მიმდინარე წლის ოთხ თვეში კი - 2 მლნ.
იმპორტს რაც შეეხება, გასულ წელს ისრაელიდან იმპორტირებული საქონლის ჯამური ღირებულება 13.2 მლნ დოლარი იყო, წელს ოთხ თვეში კი -11.7 მლნ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იმპორტირებულ საქონელს შორისაა: ელექტრული მანქანები და აპარატურა, სარეცხი და საწმენდი საშუალებები, ვენტილატორები, სამკურნალო საშუალებები და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოდან ისრაელში ექსპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს, 2017 წლის სტატისტიკის თანახმად, ხუთეულშია: აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის (1.6 მლნ დოლარი), თხილი და სხვა კაკალი (879 ათასი დოლარი), ხილისა და ბოსტნეულის წვენები (841 ათასი დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (831 ათასი დოლარი, 1 242 744 ლიტრი) და ოპტიკური ელემენტები (654 ათასი დოლარი).
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკის ექსმინისტრ მადიმიტრი ქუმსიშვილმა და ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა მოაწერეს.