მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი 29.5-ჯერ გაიზარდა

კარტოფილი

2025 წლის 1 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 27.5 ათასი ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 29.5-ჯერ მეტია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, კარტოფილის, მცირე რაოდენობა - 932 ტონა იყო ექსპორტირებული.

ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი 14 049 ტონა, აზერბაიჯანი - 10 534 ტონა, სომხეთი - 2 183 ტონა.

bm.ge დაინტერესდა, როგორია იმპორტის მაჩვენებელი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველომ 42.7 ათასი აშშ დოლარის 174.5 ტონა კარტოფილი იყიდა, რაც 65%-ით ნაკლებია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. ერთადერთი იმპორტიორი რუსეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები