მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 52%-ით გაიზარდა - რა ფასად ვყიდით?

ლოკოკინა

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 52%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ჯამში 2,6 მლნ აშშ დოლარის 571 ტონა ლოკოკინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2024 წელს 1,7 მლნ აშშ დოლარი და 268 ტონა იყო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლოკოკინის ექსპორტის რეკორდული მოცულობის იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ლოკოკინის ექსპორტი 2022 წლიდან ფიქსირდება.

გასულ წელს ლოკოკინა მხოლოდ ორ ქვეყანაში: თურქეთსა და საფრანგეთში გავიტანეთ.

  1. საფრანგეთი - 2,1 მლნ აშშ დოლარი - 198 ტონა
  2. თურქეთი - 498 100 აშშ დოლარი - 372 ტონა

მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ საფრანგეთში გაცილებით უფრო ძვირად გავყიდეთ ლოკოკინა (1 კგ - 10$), ვიდრე თურქეთში (1 კგ - 1,4$).

ცნობისთვის, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები