მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 76%-ით გაიზარდა

2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან 788.6 ტონა ლოკოკინაა ექსპორტირებული, რომლის ჯამური ღირებულება 2.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით 8 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 74%-ით (335 ტონა), ხოლო ღირებულება 76%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. ლოკოკინების საექსპორტო ბაზრები საფრანგეთი (70%) და თურქეთია (30%).

ტენდენცია ბოლო წლებში მზარდია. მაგ. 2025 წელს ექსპორტირებული ლოკოკინას რაოდენობამ 571 ტონა შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატებოდა 2024 წლის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის ბოლოდან გახდა შესაძლებელი. როგორ განვითარდა ბიზნესი ბოლო წლებში და რა პერსპექტივები აქვს მას?

სტუმარი: მერაბ ნადარაია - Nadi Group-ის დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები