საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლოკოკინის ექსპორტი, როგორც ღირებულების, ასევე მოცულობების მიხედვით ზრდას აჩვენებს. უცვლელია საექსპორტო ბაზრები. 2022 წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც სარეალიზაციო ქვეყნებს შორის იტალია და საფრანგეთია. როგორ აფასებენ სექტორში წლევანდელ წელს და როგორია ლოკოკინის წარმოების პოტენციალი?