2024 წლის 7 თვეში საქართველოდან მოლუსკების ადგილობრივი ექსპორტი 154.5%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ 937.4 ათასი აშშ დოლარის 172.1 ტონა მოლუსკები გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 368.3 ათასი აშშ დოლარის 40.6 ტონა.
საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- საფრანგეთი - 748.9 ათასი აშშ დოლარის 79.3 ტონა;
- თურქეთი - 109.5 ათასი აშშ დოლარის 88.1 ტონა;
- რუსეთი - 63.5 ათასი აშშ დოლარის 820 კგ;
- იტალია - 15.3 ათასი აშშ დოლარის 3.8 ტონა.