საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში, ექსპორტზე 75.8 ათასი სული ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გავიდა, რაც 40%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე, როდესაც ექსპორტი 126.2 ათასი სული პირუტყვი იყო.
ამავე პერიოდში, იმპორტი წლიურად 27%-ით გაიზარდა და 18.2 ათასი სული შეადგინა.
ამასთან, იანვარ-სექტემბერში საქართველომ 124 900 ცოცხალი ღორი იყიდა, რაც 2023 წლის 9 თვესთან შედარებით, 15 700 სულით მეტია.