მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ნავთობის ექსპორტმა რეკორდულ $43 მილიონს მიაღწია - სად გადის საქართველოდან ნავთობი ექსპორტზე

ექსპორტი

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის $43 მილიონი დოლარის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ მოცულობის ნავთობს არ მოიპოვებს/არ აწარმოებს, ექსპორტზე გასული ნავთობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტს წარმოადგენდა. სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნავთობის ექსპორტის მოცულობა 92%-ით არის გაზრდილი. ქვეყანა სადაც 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყველაზე მეტი ნავთობი გავიდა ექსპორტზე ნიდერლანდებია, სადაც ექსპორტმა $12.1 მილიონი დოლარი (24.9 ათასი ტონა) შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ნიდერლანდებში ნავთობპროდუქტების ექსპორტი საერთოდ არ ფიქსირდებოდა და $0-ს შეადგენდა. მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 10 მილიონი დოლარის ექსპორტით, წინა წელთან შედარებით აზერბაიჯანში ნავთობის ექსპორტი 31%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნები, სადაც 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყველაზე მეტი მოცულობის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა:

1) ნიდერლანდები - $12.1 მილიონი დოლარი;
2) აზერბაიჯანი - $10 მილიონი დოლარი;
3) სომხეთი - $6.6 მილიონი დოლარი;
4) საბერძნეთი - $4.6 მილიონი დოლარი;
5) შვეიცარია - $2.9 მილიონი დოლარი;
6) უკრაინა - $1.9 მილიონი დოლარი;
7) არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.5 მილიონი დოლარი;
8) თურქეთი - $1.4 მილიონი დოლარი;
9) უზბეკეთი - $0.4 მილიონი დოლარი;
10) ლიეტუვა (ლიტვა) - $0.2 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება ნავთობის იმპორტს, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ $632 მილიონი დოლარის ღირებულების 742 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, აქედან $263 მილიონის საწვავი რუსეთიდან, $84 მილიონის ბულგარეთიდან, $63 მილიონის საწვავის შესყიდვა მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები