მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან რომელ ქვეყნებში გავიდა ექსპორტზე $100.5 მლნ-ის სიგარები და სიგარეტები

5be82817a9cba
თელარა გელანტია
11.11.18 16:57
2295
2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან სიგარების, სიგარილების და სიგარეტების ექსპორტი 5.6-ჯერ გაიზარდა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2017 წლის ცხრა თვეში სიგარების, სიგარილების და სიგარეტების ექსპორტიდან საქართველომ $17,779,000-ის შემოსავალი მიიღო, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით კი, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა $100,461,000 შეადგინა.

Bm.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოდან სიგარების და სიგარეტების მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია - ცხრა თვეში დაახლოებით, $67 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა; მეორე და მესამე პოზიციებზე ყაზახეთი და უზბეკეთი, შესაბამისად, $19.2 და $8.3 მილიონით. საექსპორტო ბაზრების ხუთეულშია სინგაპური და ვიეტნამი.

რაც შეეხება ექსპორტიორ კომპანიებს, საქსტატის ცნობით, სიგარების, სიგარეტების და სიგარილების ექსპორტით საქართველოში 80-მდე კომპანიაა დაკავებული. მათ შორისაა: სს „თბილისის თამბაქო“, შპს „ოჯთ“, შპს „ჯეი თი აი კავკასუს“, და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია სიგარების და სიგარეტების იმპორტიც, კერძოდ, $59.4 მლნ-დან $123.1 მლნ-მდე. იმპორტიორი ქვეყნების სამეულშია: უკრაინა ($85.4 მლნ), რუსეთი ($8 მლნ) და არაბთა გაერთიანებული საემიროები ($6.6 მლნ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები