მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან რუსეთში დაბრუნებული ბიზნესმენი დააკავეს

რუსეთის ციხე

გაკოტრებული რუსული სამშენებლო კომპანია „Бамстройпуть“-ის გენერალური დირექტორი იგორ ტუშკევიჩი, რომელიც სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმებისას კომპანია "დეროსნეფტეხიმის" სახსრების ქურდობის საქმეზე იყო ბრალდებული და გამოძიება ამბობს, რომ საქართველოში სამართალს დაემალა, რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და წინასწარ პატიმრობაშია - ამის შესახებ ნათქვამია საქმის მასალებში, რომელიც TASS-მა მოიპოვა.

თავად ტუშკევიჩის ვერსიით, ის საქართველოში სამკურნალოდ იმყოფებოდა და სისხლის სამართლის საქმეზე არაფერი იცოდა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ის საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნას გაექცა. ამ დროისთვის ბიზნესმენი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ამასთან, ამ საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად დააკავეს და ძებნილთა სიაშია „ბამსტროიპუტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანტონ აბდურახმანოვი. გამოძიება ამბობს, რომ კრიმინალური ჯგუფის წევრია ბიზნესმენის შვილი, იგორ ტუშკევიჩიც, რომელიც დააკავეს, ბრალი წაუყენეს და სასამართლოს ბრძანებით ის მოსკოვის ერთ-ერთ წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ბრალდებულებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ცნობისთვის, «Бамстройпуть» რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამხედრო სამშენებლო კომპანიის (ВСК) ქვეკონტრაქტორი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები