საქართველომ წელს, იანვარ-ივნისში 275.7 ათასი აშშ დოლარის 728 ტონა საზამთრო გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის ექსპორტის მაჩვენებლებს მოცულობაში 120%-ით, თანხაში კი 191.4%-ით აღემატება.
გასულ წელს საზამთრო ექსპორტზე მხოლოდ ერთ ქვეყანაში, სომხეთში - 94.6 ათასი აშშ დოლარის 329 ტონა გავიდა.
წელს კი საექსპორტო ბაზრები ასეთია:
- სომხეთი - 221.4 ათასი აშშ დოლარის 638 ტონა;
- რუსეთი - 39.8 ათასი აშშ დოლარის 68 ტონა;
- რუმინეთი - 14.6 ათასი აშშ დოლარის 21 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 2.8 მლნ აშშ დოლარის 9 560 ტონა საზამთრო იყიდა, რაც გასულ წელზე 23%-ით მეტია.
მთავარი იმპორტიორი კვლავ თურქეთია. ქვეყნების ჩამონათვალი კი შემდეგია:
- თურქეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარის 5 326 ტონა;
- ირანი - 1.2 მლნ აშშ დოლარის 4 036 ტონა;
- აზერბაიჯანი - 30.9 ათასი აშშ დოლარის 96.4 ტონა;
- უზბეკეთი - 19.8 ათასი აშშ დოლარის 66 ტონა;
- ნიდერლანდები - 6 ათასი აშშ დოლარის 3.1 ტონა.
სტატისტიკის სამსახურის ამ მონაცემების მიხედვით, საქართველო 1 კგ საზამთრო საშუალოდ 0.30 დოლარად ყიდულობს და 0.37 დოლარად ყიდის.


























