მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან საზამთროსა და ნესვის ექსპორტი რეკორდულად, 120%-ით გაიზარდა

საზამთრო და ნესვი

2026 წლის ივლისში საქართველოდან საზამთროსა და ნესვის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 120%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, თუ 2025 წლის ივლისში ქვეყნიდან 451.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 913 ტონა ბაღჩეული გავიდა, მიმდინარე წლის ივლისში ექსპორტის მოცულობამ 1.067 მლნ აშშ დოლარი (2 526 ტონა) შეადგინა.

რომელ ქვეყნებში გადის ქართული საზამთრო და ნესვი:

  • რუსეთი: 775.4 ათასი აშშ დოლარი (1 339 ტონა)
  • სომხეთი: 259.3 ათასი აშშ დოლარი (1 079 ტონა)
  • ბელარუსი: 32.2 ათასი აშშ დოლარი (108 ტონა)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები