მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 465%-ით გაიზარდა

5bc9873373e71
ნინო კვინტრაძე
19.10.18 11:26
1716
2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან სიგარების, სიგარეტებისა და სიგარილების ექსპორტმა 100 მილიონ 461 ათასი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 4.1%-ია.

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნიდან სიგარეტის ექსპორტი 465%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 17 მილიონ 779 ათასი დოლარის სიგარეტის ექსპორტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ექსპორტის უდიდესი წილი რეექსპორტზე მოდის.

გაზრდილია სიგარეტის იმპორტიც: კერძოდ, იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 123 მილიონ 177 ათასი დოლარის სიგარეტი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 1.8%-ია, ხოლო წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს კი 108%-ით აღემატება. 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 59 მილიონ 423 ათასი დოლარის სიგარეტები შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები