მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტი 196%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

ექსპორტი

2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტზე 36.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, 16,397 ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები გავიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 196.3%-ით გაზრდილია.

სტატისტიკის მიხედვით, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ბულგარეთია, სადაც ექსპორტის მთლიანი მოცულობის 90%-ზე მეტი განხორციელდა. კერძოდ, ექსპორტი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ბულგარეთი – 33.2 მლნ აშშ დოლარი, 14,562 ტონა
  • ჩინეთი – 3.3 მლნ აშშ დოლარი, 1,834 ტონა
  • ყაზახეთი – 2.9 ათასი აშშ დოლარი, 0.34 ტონა

წელს ექსპორტის ზრდა, 2024 წელის დაბალი საბაზო ეფექტით არის განპირობებული. გასულ წელს სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტმა წლიურად 80.2%-ით იკლო.

საქართველოს საექსპორტო სპილენძის დაახლოებით 2/3 რეექსპორტია, ხოლო დანარჩენი 1/3 ადგილობრივი წარმოებისაა. თუმცა 2024 წლის განმავლობაში კლება დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული სპილენძის მადნების რეექსპორტის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები