მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან თაფლის ექსპორტი 55%-ით შემცირდა - ვის ეკუთვნის TOP-5 ექსპორტიორი კომპანია?

თაფლი

საქართველოდან 2024 წლის 8 თვეში 215.2 ათასი აშშ დოლარის 23.7 ტონა თაფლი გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება თანხაში 55%-მდეა, მოცულობაში კი, 64.4%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში:

  1. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 99.9 ათასი აშშ დოლარის 7 ტონა;
  2. აშშ - 34.1 ათასი აშშ დოლარის 3.2 ტონა;
  3. აზერბაიჯანი - 25.8 ათასი აშშ დოლარის 7.7 ტონა;
  4. ერაყი - 21.8 ათასი აშშ დოლარის 2.9 ტონა;
  5. იაპონია - 10.1 ათასი აშშ დოლარის 600 კგ.

bm.ge-მ საქსტატიდან TOP-5 ექსპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი გამოითხოვა. 2024 წლის 8 თვის ჭრილში მათი ჩამონათვალი ასეთია:

  1. შპს ეი გი აი - 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 60% ნინო წიწილაშვილის, 40% კი, ლიბანის მოქალაქის სადედდინე მნეიმნეს საკუთრებაა;
  2. შპს თაფლიკაცი - 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიის 55% ირაკლი მახარაძის საკუთრებაა, 45% შოთა კალანდარიშვილის;
  3. კიდევ ერთი ექსპორტიორი ასევე 2015 წელს რეგისტრირებული "თაფლიკაცია", რომლის წილის 100%-საც ზემოთ ხსენებული კომპანია ფლობს;
  4. შპს ინა - 2020 წელს რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ინეზა სამსიანია;
  5. შპს ჰობი - 2018 წელს რეგისტრირებული კომპანიის 34%-ს მიხეილ ჭიღლაძე, 33%-ს ეგნატე ჭიღლაძე და 33%-ს ირინე ბარათაშვილი ფლობს.

ცნობისთვის, საქსტატი რეიტინგს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები