მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოდან თაფლის ექსპორტი 64%-ით შემცირდა - მიზეზები

2024 წელს საქართველოდან 271 150 აშშ დოლარის ღირებულების 33.8 ტონა თაფლი გაიყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით, თანხაში 64.41%-იანი, ხოლო მოცულობაში 69.4%-იანი შემცირებაა.

საქსტატის თანახმად, საქართველოდან თაფლის ექსპორტი 2019 წლიდან გააქტიურდა, რეკორდულ ნიშნულს 2022 წელს მიაღწია, რის შემდეგაც კლების ტენდენცია ფიქსირდება.

თაფლის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა ევროკავშირშიც. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირში მხოლოდ 1.12 ტონა ნატურალური თაფლი გავიდა, საექსპორტო ღირებულებამ კი 6 510 აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წელს EU-ში 447 890 აშშ დოლარის ღირებულების, 72.64 ტონა თაფლი გავიდა - კლება 98.5%-ია. ევროკავშირი თაფლის ექსპორტის კლება ასევე 2022 წლიდან ფიქსირდება.

2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, საქართველოდან თაფლი მხოლოდ ლატვიაში გავიდა. გასული წლის საექსპორტო ბაზრებს შორის აღარ ვხვდებით საფრანგეთს, სადაც 2023 წელს ყველაზე მეტი, 235 ათასი დოლარის ღირებულების 41.4 ტონა თაფლი გავყიდეთ. საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში აღარაა ბულგარეთი, ჩეხეთი და გერმანიაც.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, გასული წლის 12 თვეში საქართველოდან 3.6 ტონა თაფლი გავიდა, საექსპორტო ღირებულება კი 95.5%-ით, 19 450 დოლარიდან 38 040 დოლარამდე გაიზარდა.

2024 წელს ყველაზე მეტი, 7 ტონა ნატურალური თაფლი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა.

თაფლის TOP-5 საექსპორტო ბაზარი 2024 წელს ასე გამოიყურებოდა: არაბთა გაერთიანებული საამიროები - $99 960 აზერბაიჯანი - $63 200 აშშ - $38040 ერაყი - $21840 იაპონია - $15250 რა ხდება ბაზარზე და როგორია 2025-ის მოლოდინები?

სტუმარი: ერეკლე ჩიკვაიძე - "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები