მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი მცირდება - რა გამოწვევებია ტექსტილის სექტორში;

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი მცირდება. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან 38 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. 2024 წლის სამ თვეში კი ექსპორტი 46.6 მლნ დოლარს შეადგენდა. ტექსტილის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე შემცირებული მოთხოვნის დაბალანსებას კომპანიები პროდუქციის ექსპორტით ცდილობენ. თუმცა გამოწვევები საკმაოდ ბევრია. მათ შორის, ადგილობრივი ნედლეულის სიმცირე, ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები და კადრების დეფიციტი. პროდუქციის გაზრდილი თვითღირებულების ფონზე კი საერთაშორისო დამკვეთებისთვის ქართული ბაზარი ნაკლებად საინტერესო ხდება. რა გამოწვევებია სექტორში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები