მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის და ცხვრის ექსპორტი მზარდია - სად ვყიდით?

2323

საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ცხვრის ექსპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 5 თვეში ჯამურად უცხოეთში გაყიდული პირუტყვის ღირებულება 29 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

უფრო დეტალურად, იანვარ-მაისში ექსპორტზე გავიდა 19.7 მლნ დოლარის 5 442 ტონა ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რაც ღირებულებით წლიურად 32%-ით არის გაზრდილი, ხოლო მოცულობა 13%-ით. ყველაზე მეტი პირუტყვი ერაყში გადის, სულ კი სამი საექსპორტო ბაზარია:

  • ერაყი - $16.1 მლნ/3 929 ტონა;
  • აზერბაიჯანი - $3.5 მლნ/1 478 ტონა;
  • უზბეკეთი - $73.4 ათასი/35 ტონა.

წლის პირველ 5 თვეში საქართველომ 9.6 მლნ დოლარის 2 067 ტონა ცხვრები და თხები გაყიდა. ექსპორტი ღირებულებით 163%-ით არის გაზრდილი, ხოლო მოცულობით 120%-ით. უმთავრეს გასაღების ბაზარს საუდის არაბეთი წარმოადგენს. იანვარ-მაისის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  • საუდის არაბეთი - $5.6 მლნ/1 119.6 ტონა;
  • ყატარი - $1.6 მლნ/334 ტონა;
  • ლიბია - $1 მლნ/189 ტონა;
  • ქუვეითი - $642 ათასი/198 ტონა;
  • აზერბაიჯანი - $405 ათასი/122 ტონა;
  • ერაყი - $137 ათასი/47.5 ტონა;
  • უზბეკეთი - $105 ათასი/57 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 11 მაისს საქართველოდან ალჟირში საკლავი ცხვრის ექსპორტისთვის საჭირო ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმა დამტკიცდა, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტის დაწყების წინაპირობაა. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები BMG-სთან ამბობენ, ალჟირში ექსპორტი დაწყებულია და შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ალჟირი საექსპორტო სტატისტიკაში მომდევნო თვეებში აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები