გასულ წელს საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ფრინველების, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი შემცირდა.
2024 წელს 100.4 მლნ დოლარის ცოცხალი ცხოველები და ფრინველები გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურ ჭრილში 24%-იანი კლებაა.
განსაკუთრებით დიდია ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ასევე ცხვრების და თხების ექსპორტი.
უფრო დეტალურად, ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს ექსპორტი ასეთი იყო:
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 55 მლნ დოლარი;
- ცხვრები და თხები ცოცხალი - 39.9 მლნ დოლარი;
- შინაური ფრინველი ცოცხალი - 5.5 მლნ დოლარი;
- დანარჩენი ცოცხალი ცხოველები - 33 430 დოლარი;
- ცხენები, ვირები, ჯორები და ჯორცხენები, ცოცხალი - 12 000 დოლარი.
ცოცხალი ცხოველები და ფრინველების იმპორტის მაჩვენებელი კი 59.9 მლნ დოლარია, რაც წლიურად 4%-იან კლებაზე მეტყველებს. იმპორტის შემთხვევაში ცოცხალი ღორები ჭარბობს, რომელიც უმეტესად რუსეთიდან შემოდის. უფრო დეტალურად:
- ღორები ცოცხალი - 33.2 მლნ დოლარი;
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 17.5 მლნ დოლარი;
- შინაური ფრინველი ცოცხალი - 7.7 მლნ დოლარი;
- ცხვრები და თხები ცოცხალი - 1 მლნ დოლარი;
- დანარჩენი ცოცხალი ცხოველები - 442 700 დოლარი;
- ცხენები, ვირები, ჯორები და ჯორცხენები, ცოცხალი - 86 600




























