მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან უკვე 23 109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

5f47c398a531a
თამთა ჯიჯავაძე
27.08.20 18:40
918
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 23 109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. 2019 წლის ამავე პერიოდში კი, ექსპორტის მაჩვენებელი 12 556 ტონას შეადგენდა.

"მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

ატმის და ვაშლატამას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით", – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები