მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ყავის ექსპორტი 133%-ით გაიზარდა - მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია

ყავა

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ყავის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე 1.6 მილიონი დოლარის ღირებულების 308 ტონა ყავა გავიდა, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში ექსპორტი 692 ათას დოლარსა და 92 ტონას შეადგენდა.

წლიურ ჭრილში ყავის ექსპორტის ღირებულება 132.7%-ით, ხოლო მოცულობა 234.7%-ით გაიზარდა.

საქართველოს ყავის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, სადაც მიმდინარე წელს, ხუთ თვეში 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების 284 ტონა ყავა გავიდა. შემდეგ მოდიან:

  • რუსეთი - 141 ათასი დოლარი, 19 ტონა;
  • აშშ - 44 ათასი დოლარი, 2 ტონა;
  • უზბეკეთი - 22 ათასი დოლარი, 800 კილოგრამი;
  • პოლონეთი - 1.8 ათასი დოლარი, 100 კილოგრამი.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 23.3 მილიონი დოლარის ღირებულების 3 517 ტონა ყავა შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებით 12.4%-ით, ხოლო მოცულობით 17.5%-ით მეტია. 2025 წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტმა 20.7 მილიონი დოლარი და 2 993 ტონა შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ყავის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა ინდონეზია იყო, საიდანაც საქართველომ 7 მილიონი დოლარის ღირებულების 1 602 ტონა ყავა შეიძინა.

იმპორტიორ ქვეყნებს შორის შემდეგ პოზიციებზე არიან:

  • რუსეთი - 3.7 მილიონი დოლარი, 421 ტონა;
  • ვიეტნამი - 3.1 მილიონი დოლარი, 733 ტონა;
  • იტალია - 3 მილიონი დოლარი, 187 ტონა;
  • თურქეთი - 1 მილიონი დოლარი, 95 ტონა;
  • გერმანია - 804 ათასი დოლარი, 52 ტონა;
  • ინდოეთი - 676 ათასი დოლარი, 111 ტონა;
  • ავსტრია - 490 ათასი დოლარი, 30 ტონა;
  • საფრანგეთი - 482 ათასი დოლარი, 28 ტონა;
  • სომხეთი - 478 ათასი დოლარი, 70 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები