საქართველოში მეორეული ტანსაცმლის იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 32,5 მლნ დოლარის ღირებულების 9,211.6 ტონა მეორეული ტანსაცმელი შეიძინა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანას 34,3 მლნ დოლარის ღირებულების 8,738 ტონა ნახმარი ტანსაცმელი ჰქონდა ნაყიდი.
მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანას მეორეული ტანსაცმლის იმპორტი გაუიაფდა, ვინაიდან, შეძენილი ტანსაცმლის მოცულობა წლიურად 5.4% გაიზარდა, ხოლო ღირებულება - 5.1%-ით შემცირდა.
საქართველოსთვის მეორეული ტანსაცმლის მთავარი მომწოდებელი თურქეთია. აქ ქვეყანამ გასულ 10 თვეში 13,9 მლნ დოლარის ღირებულების 3,758.4 ტონა მეორეული ტანსაცმელი იყიდა.
იანვარ-ოქტომბრის ტოპ 5 საექსპორტო ქვეყანა:
- თურქეთი - $13,9 მლნ (3,758.4 ტონა)
- პაკისტანი - $ 1,3 მლნ (1,088.6 ტონა)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $ 2,5 მლნ (4 ტონა)
- გაერთიანებული სამეფო - $2,3 მლნ (850ტონა)
- ბელგია - $1,7 მლნ (5 ტონა)