საქართველოში საკვოიაჟების, ჩემოდნების, სამგზავრო ხელჩანთებისა და მსგავსი პროდუქციის იმპორტი 2026 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა. საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, იანვარ-ივნისში ქვეყანაში $17.2 მილიონი ღირებულების საქონელი შეიძიმა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა $15.2 მილიონი იყო.
იმპორტის ღირებულება წლიურად 13.2%-ით გაიზარდა, თუმცა იმპორტირებული პროდუქციის წონა შემცირდა. 2026 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 1 330 ტონა ჩანთები და სამგზავრო აქსესუარები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1 409 ტონა იყო. შესაბამისად, მოცულობა 5.6%-ით შემცირდა. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოს ჩანთების იმპორტი გაუძვირდა.
ჩემოდნების და სამგზავრო ჩანთების მთავარი მომწოდებელი კვლავ ჩინეთია. 2026 წლის პირველ ექვს თვეში ჩინეთიდან საქართველოში $7.6 მილიონი ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რომლის წონაც 852 ტონას შეადგენდა. ჩინეთზე მთლიანი იმპორტი დაახლოებით 44% მოდის.
მეორე ადგილზე იტალიაა, საიდანაც იმპორტმა $2.8 მილიონი შეადგინა. ამასთან, იტალიიდან შემოტანილი პროდუქციის მოცულობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 37 ტონა შეადგინა.
მომწოდებელ ქვეყნებს შორის მესამე პოზიციაზე თურქეთია - $2 მილიონი და 196 ტონა. შემდეგ მოდიან ესპანეთი - $961 ათასი (24 ტონა), ნიდერლანდები - $758 ათასი (24 ტონა) და საფრანგეთი - $669 ათასი (12 ტონა).
იმპორტის ათეულში ასევე შედიან გერმანია - $449 ათასი (14 ტონა), ჰონკონგი - $377 ათასი (51 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები - $230 ათასი (21 ტონა) და პოლონეთი - $217 ათასი (9 ტონა).




























