2026 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 18.2 მილიონი დოლარის ღირებულების 4.5 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი გავიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით, ექსპორტის რაოდენობა 18%-ით (680 ტონა), ხოლო ღირებულება 15%-ით (2.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (69%), რუსეთი (17%) და უზბეკეთი (6%).
8 თვის სტატისტიკას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური იანვარ-აგვისტოს ვაჭრობის ოფიციალურ სტატისტიკას 21 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
























