რას გულისხმობს ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებები გაზის, ელექტროენერგიისა და ნავთობის ტრანზიტის კუთხით - მთავრობის ადმინსიტრაცია აცხადებს, რომ დეტალები კომერციული საიდუმლოა, თუმცა ირწმუნება, რომ დადებული კონტრაქტები ქართული მხარისთვის იდეალურია - დამატებითი გაზის საკითხებზე მიღწეული შეთანხმებით, ქვეყანაში გაზის არსებული ტარიფები შენარჩუნდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტზე მიღწეულ შეთანხმებას, მთავრობის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანას აქაც იდეალური შედეგი აქვს. რა არის ცნობილი მიღწეულ შეთანხმებებზე და როგორ აფასებენ ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები ახალ კონტრაქტებს?


































