მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ ბრიტანეთიდან ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უმასპინძლა - როგორია ტურიზმის სტატისტიკა?

uk geo

საქართველომ დიდი ბრიტანეთიდან ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. მოგზაურობის, ღვინისა და კულინარიის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები აჭარაში, ბათუმში IWSC-ის რიგით მეოთხე კონკურს დაესწრნენ, სადაც ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მედიატურის 10 მონაწილე გაეცნო აჭარაში მდებარე ღვინის მარნებს, მოეწყო ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია. ბრიტანელი ჟურნალისტები და ბლოგერები ეწვივნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და პეტრას ციხეს, გაეცნენ ტურისტულად საინტერესო ადგილებს. უცხოური მედიის წარმომადგენლები ბრიტანული გამოცემებისთვის საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან 34 330 ვიზიტორს უმასპინძლა. მათგან ყველაზე მეტს - 15 426-ს - წლის მესამე კვარტალში.

აღსანიშნავია, რომ 9 თვის მონაცემებით, ბრიტანეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა რეკორდულია 2020 წლიდან დღემდე. მანამდე ყველაზე მეტი, 37 478 ვიზიტორი საქართველომ ამ ქვეყნიდან 2019 წელს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები