„საერთაშორისო დამკვირვებელი ვიყავი. საქართველომ ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ უნგრელიმა ევროპარლამენტარმა ანდრას ლასლომ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ოპოზიციონერმა დამკვირვებლებმა მითხრეს, რომ ენდობიან არჩევნებს. პატარა პროვოკაციებს და ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. მაგრამ, ისეთი არაფერი, რაც სხვაგან არ შეიძლებოდა მომხდარიყო.
საქართველომ არჩევანი გააკეთა. უნდა განვაგრძოთ პარტნიორობა და მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე“, – განაცხადა მან.