მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 181 დოზა დაკარგა - მინისტრი

60643e7eae5f6
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 13:26
848
საქართველომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 181 დოზა დაკარგა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება სათადარიგო სიები, პოლიციისა და ჯარის ჩართულობით და მათ ვაქცინაციის პროცესში ჩართავენ. გადაწყვეტილების მიზანია, სამომავლოდ ვაქცინის დანაკარგები თავიდან იქნას აცილებული და ამ დოზებით სწორედ პოლიცია და ჯარი აიცრას.

„ბევრი მოსაზრებაა იმასთან დაკავშირებით, ვაქცინის რამდენი დოზა იკარგება. ამ ეტაპზე მხოლოდ 3%-მდე დოზაა დაკარგული -  ეს 181 დოზაა. იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის და ჯარის ჩართულობით მოხდეს სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები