მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ დღეს ADB-ისგან ქვეშეთი-კობის გზის ასაშენებლად 370 მილიონი ევროს სესხი აიღო

5d65549f83ac0
შოთა ტყეშელაშვილი
27.08.19 20:02
1887
დღეს ფინანსთა სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

აზიის განვითარების ბანკთან (ADB) გაფორმდა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე სასესხო შეთანხმება.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარიმ.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს, დაახლოებით, 370 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები