საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი დსთ-ს ქვეყნებია, რომლის წილიც ექსპორტში 50.9%-ს შეადგენს, ევროკავშირზე ექსპორტის 24.4% მოდის.
უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალიდან პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი:
1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $195 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%;
2) ავტომობილები (რეექსპორტი) - $149 მილიონი, ზრდა წინა წელთან 65%;

3) ფეროშენადნობები - $117 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2.2%;

4) მედიკამენტები - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 98%;

5) ღვინოები - $63 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12.4%;

6) აზოტოვანი სასუქები - $43 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26.3%;

7) მინერალური წყლები - $41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22.7%;

8) სპირტიანი სასმელები - $32 მილიონი, კლება წინა წელთან 14.8%;

9) თამბაქოს ნაწარმი - $25 მილიონი, კლება წინა წელთან 15.6%;

10) ოქრო - $21 მილიონი, კლება წინა წელთან 20.3%.

რაც შეეხება იმპორტს, ის $2.7 მილიარდს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თუქრეთია. იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან $525 მილიონი შეადგინა, აქედან $78 მილიონი - ექსპორტი, $446 მილიონი კი, იმპორტი იყო. მეორე ადგილზე რუსეთია, რომელთანაც ბრუნვამ $446 მილიონი შეადგინა.

























