„ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი შესაძლოა ქვეყნისთვის ბევრად უფრო ეფექტიანი ყოფილიყო, მზადება რამდენიმე წლით ადრე რომ დაგვეწყო.“ - თემაზე გადაცემა საქმიან დილაში ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ია თაბაგარმა ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყნები, როგორც წესი, ღონისძიებისთვის მინიმუმ სამი წლით ადრე იწყებენ მომზადებასა და დაგეგმვას. საქართველომ კი, ერთი წლით ადრე დაიყო და სათანადოდ არც მედიის საშუალებით გაშუქებულა.
„ფრანკფურტის ფესტივალი, ეს არის შანსი ქვეყნისთვის, სადაც მრავალი დარგი შეიძლება ჩაერთოს, მიიღოს მონაწილეობა და შევთავაზოთ მსოფლიოს ერთობლივი პროდუქტი, თუმცა ოპერატიული მუშაობის ნაკლებობის გამო ეს ყველაფერი უკვე დაგვიანებულია. ეს არ არის მხოლოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეროგატივა, აქ უნდა ჩართულიყო კულტურის სამინისტრო და სხვადასხვა ორგანიზაციები და ყველა სექტორს ერთმანეთთან უნდა ეთანამშრომლა.“ - აღნიშნავს ია თაბაგარი.
არასტაბილურობის მიზეზად კი, ქვეყანაში მუდმივად დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებასა და თანამდებობებზე ადამიანთა ხშირ ცვალებადობას ასახელებს.

























