მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო - რა გვაქვს გასაკეთებელი?

ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. გუშინ საღამოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სტატუსით ცნობილი გახდა, რომ „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

საქართველოს კი მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ასევე ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს. „თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ, და დღეს, საქართველო ამაყია მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს იმედს ნიშნავს”, - დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე. „14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც თარიღი. საქართველო დღეიდან უკვე არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა, საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

რას ნიშნავს სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, როგორია მოლოდინები?

სტუმრები: ზვიად ჭუმბურიძე - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი;

თამაზ დაუშვილი - კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები