მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტიდან $48.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - სად ვყიდულობთ/ვყიდით?

ძროხა

წელს, საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში, საქართველომ 14 510 ტონა პირუტყვის რეალიზაციიდან, $48.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შემოსავლების თვალსაზრისით 29.8%-ით აჭარბებს, ხოლო მოცულობის კუთხით, 11.4% ზრდა ფიქსირდება, ვინაიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე $37.4 მლნ-ის 13 001 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაყიდა.

ქვეყნისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს ერაყი იყო, სადაც გაყიდული 9 617 ტონა პირუტყვიდან საქართველომ $31.7 მლნ მიიღო. გარდა ერაყისა, პირუტყვი ექსპორტზე გავიდა აზერბაიჯანშიც, სადაც საქართველომ 4 892 ტონა ცოცხალი პირუტყვიდან $16.9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება იმპორტს, წელს, 8 თვეში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი შემცირდა. საქართველომ წელს 3 002 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეიძინა, რაშიც $10.3 მლნ გადაიხადა. მაშინ, როდესაც გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში საქართველოს $10.8 მლნ-ის ღირებულების 4 875 ტონა პირუტყვი ჰქონდა შეძენილი. მონაცემებით დგინდება, რომ წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტში დანახარჯები 4.2%-ით შემცირდა.

მთავარი იმპორტიორი რუსეთია, სადაც საქართველომ $5.3 მლნ-ის ღირებულების 2 049 ტონა პირუტყვი შეიძინა.

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მთავარი საიმპორტო ბაზრების TOP-10 ასეთია:

  1. რუსეთი - $5.3 მლნ, 2 049 ტონა;
  2. ესტონეთი - $1.2 მლნ, 217 ტონა;
  3. ლატვია - $1.1 მლნ, 174 ტონა;
  4. რუმინეთი - $1 მლნ, 187 ტონა;
  5. ბელარუსი - $547 ათასი, 139 ტონა;
  6. უნგრეთი - $287 ათასი, 90 ტონა;
  7. ნიდერლანდები - $195 ათასი, 34 ტონა;
  8. დანია - $188 ათასი, 30 ტონა;
  9. ლიეტუვა - $108 ათასი, 16 ტონა;
  10. ჩეხეთი - $94 ათასი, 15 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები