მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ რეკორდული რაოდენობის სმარტფონები შეიძინა - რომელი ქვეყნებიდან შემოდის ტელეფონები

სმარტფონი ტელეფონები apple

2023 წლის 11 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 247.7 მილიონი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შეიძინა, რაც იმპორტის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. 2022 წელთან შედარებით ეს თანხა 59 მილიონი დოლარით, ანუ 31%-ით მეტია.

იმპორტის სტატისტიკაში ტელეფონების რაოდენობა მითითებული არაა, თუმცა თუკი საშუალო ფასი იქნებოდა იგივე რაც 2022 წელს იყო (269 დოლარი=724 ლარი+18% დღგ=855 ლარს). ეს ნიშნავს, რომ გასულ წლის 11 თვეში ქვეყანაში 921 ათასი მობილური ტელეფონი შემოვიდა. შესაბამისად, გასულ წელს ტელეფონის შეძენა მოსახლეობის 24%-ს შეეძლო.

იმპორტის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი სმარტფონი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოდის, რაც ტელეფონების გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, რადგან UAE-ს გავლით იმპორტიორებს მობილურების უფრო კონკურენტუნარიან ფასად შესყიდვა შეუძლიათ. ტელეფონების 63% სწორედ UAE-დან შემოვიდა. მეორე ადგილზეა ჩეხეთი, 52 მილიონი დოლარის იმპორტით. რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ვიეტნამი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ტელეფონების ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებლად იქცა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველოს მობილური ტელეფონები შემოაქვს:

1) არაბთა გაერთიანებული საამიროები - 156,408,860 დოლარი;
2) ჩეხეთი - 51,945,670 დოლარი;
3) ვიეტნამი - 20,940,540 დოლარი;
4) ჰონ-კონგი - 9,446,340 დოლარი;
5) ინდოეთი - 5,630,980 დოლარი.

რაც შეეხება მობილურების რეექსპორტს, საქართველოდან უცხოეთში (ძირითადად სომხეთსა და აზერბაიჯანში) 2.9 მილიონი დოლარის სმარტფონები გავიდა. ეს 2022 წელთან შედარებით ხუთჯერ ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები