მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა

თორნიკე შენგელია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ეროვნული გუნდი 80:70 დაამარცხა და ისტორიული წარმატება მოიპოვა – პირველად თამაშობს კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გაიმართა საქართველოს პოტენციური მეტოქეების შეხვედრა – ფინეთმა სენსაცია მოახდინა და ნიკოლა იოკიჩის სერბეთი დაამარცხა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საბერძნეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 90:86 ესპანეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა, თავად პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები