5 თვეში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა-მას შემდეგ რაც მარტიდან რუსეთმა ბენზინის ექსპორტი დროებით აკრძალა, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ბაზარი ამ კონკრეტული ტიპის საწვავის ნაწილში სხვა ქვეყნებზე გადაეწყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს, თუმცა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 5 თვის ჭრილში 20%-ით არის შემცირებული. ვითარების გათვალისწინებით, ამ დასახელების საქონლის იმპორტი ყველაზე შესამჩნევად ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბელარუსიდან გააქტიურდა. ჯამურად ამ პერიოდში საქართველომ 513 მლნ 906 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 28.5%-ით აღემატება. რუსეთს იმპორტირებული ნავთობის მოცულობით ბულგარეთი, რუმინეთი და აზერბაიჯანი მოსდევს. ამასობაში საქართველომ, შესაძლოა, აზერბაიჯანიდან ბენზინის იმპორტი გააახლოს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ბაქო ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის წარმოებას იწყებს. სოკარ ჯორჯიაში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა როდიდან დაიწყებს კომპანია აზერბაიჯანული ბენზინის შემოტანას, ამ ეტაპზე უცნობია. რას მოუტანს საქართველოს აზერბაიჯანული ბაზრის გახსნა და ჩაანაცვლებს თუ არა ის რუსულ საწვავს?