მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ წელს $5,6 მილიონის პიროტექნიკა იყიდა - სად ვყიდულობთ საქონელს?

პიროტექნიკა

მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველომ 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების, ფეიერვერკი, სასიგნალო შუშხუნა, წვიმის რაკეტა და პიროტექნიკის სხვა ნაწარმი იყიდა.

2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, იმპორტის მოცულობა 616 ტონას აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პიროტექნიკის იმპორტი როგორც ღირებულებაში, ისე მოცულობით მცირედით შემცირებულია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 5,8 მილიონს (777 ტონა) შეადგენდა.

საქსტატის მიხედვით, საქართველოსთვის პიროტექნიკის მთავარი მომწოდებელი ქვეყნები მიმდინარე წელსაც ბულგარეთი და ჩინეთი არიან. მათ შორის ბულგარეთიდან უკვე განხორციელებულია 3.2 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი. ჩინეთიდან შესყიდული საქონლის ღირებულება კი 1,7 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ქვეყნები, სადაც საქართველო პიროტექნიკას ყიდულობს:

ბულგარეთი - $3,2 მილიონი

ჩინეთი - $1,7 მილიონი

პოლონეთი - $602 ათასი

გერმანია - $25 ათასი

თურქეთი - $8 ათასი

გასული წლისგან განსხვავებით, წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი [რეექსპორტი] მინიმუმამდე შემცირდა. გასულ წელს ქვეყანამ რეექსპორტზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პიროტექნიკა გაიტანა. 2023 წელს, 11 თვეში ეს მაჩვენებელი 5 ათას დოლარამდეა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები