საქართველომ წელს იანვარ-აგვისტოში 921.1 აშშ ათასი დოლარის იახტები გაიტანა ექსპორტზე, აქედან რეექსპორტი მხოლოდ $24.3 ათასია. შედარებისთვის, გასულ წელს ქვეყნიდან ექსპორტზე $672.3 ათასის იახტები გავიდა. შესაბამისად კლება 16.3%-ია.
წელს, ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:
- ყაზახეთი - $442.3 ათასი;
- აზერბაიჯანი - $314.9 ათასი;
- ყირგიზეთი - $163.9 ათასი.
რაც შეეხება იმპორტს 8 თვეში 3.3 მლნ აშშ დოლარის იახტები იყიდა, რაც გასულ წელზე 16.3%-ით ნაკლებია.
წელს საქართველომ იახტები შემდეგი ქვეყნებიდან იყიდა:
- აშშ - $1.6 მილიონი;
- მექსიკა - $445.5 ათასი;
- თურქეთი - $271.5 ათასი;
- არაბთა გაერთიანებული საამირო - $254.6 ათასი;
- ჩინეთი - $155.6 ათასი;




























