საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ორგანიზებულ მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს, რომლის წლევანდელი მთავარი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიება დღეს დილიდან მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციაა ჩამოსული. როგორც ღონისძიების მონაწილეები აღნიშნავენ, გლობალური ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია.