მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია ასრულებს ხიდის როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის - სერბეთის ვაჭრობის მინისტრი

სერბ

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე „გლობალური ვაჭრობის განახლება“ სერბეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა ნიკოლა სტაჟანოვიჩმა აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე ისაუბრა.

სტაჟანოვიჩის თქმით, საქართველოს ძალისხმევა აბრეშუმის გზის აღსადგენად შესაძლებლობად უნდა იქცეს.

„საქართველოს უზრუნველყოფით კავკასია შეასრულებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის როლს. ვეთანხმებით სტრატეგიულ ხედვას, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების გაზრდას, მდგრადობისა და მეწარმეობის ხელშეწყობას“ – განაცხადა სერბეთის სახელმწიფო მდივანმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა დამატებით გააფართოებს ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას. „მიზნად გვაქვს რეგიონული მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება არა მხოლოდ კასპიის და შავი ზღვის რეგიონებთან, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“ – აღნიშნა სტაჟანოვიჩმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს მეხუთედ ტარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები