2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტმა $505 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 13%-ით მეტია. იმპორტმა კი $1.23 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.1%-ით მეტია. სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. მეორე ადგილზე 56 მილიონით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გავიდა.
1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $78 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4.3%;
2) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - $56 მილიონი, ზრდა წინა წელთან 47.8%;
3) ფეროშენადნობები - $51 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4.7%;
4) ღვინოები - $33.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25.2%;
5) მედიკამენტები - $28.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 66.6%;
6) აზოტოვანი სასუქები - $23.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1.7%;
7) სპირტიანი სასმელები - $18.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17.7%;
8) მინერალური წყლები - $17.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 29.9%;
9) თამბაქოს ნაწარმი - $17.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 77%;
10) ოქრო - $10.9 მილიონი, კლება წინა წელთან 23.8%.

























