საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონელი
1) ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $46 მილიონი, კლება წინა წელთან 19%;
2) ბუნებრივი აირი - $43 მილიონი, კლება წინა წელთან 4.3%;

3) მსუბუქი ავტომობილები - $33 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4.4%;

4) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $32 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%;

5) მედიკამენტები - $16 მილიონი, კლება წინა წელთან 3.4%;

6) მობილურები - $13.4 მილიონი, კლება წინა წელთან 0.7%;

7) სიგარეტები - $11.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 168%;

8) ელექტროენერგია - $9 მილიონი, კლება წინა წელთან 13%;

9) ორთქლის ტურბინები - $8.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3633%;

10) საბურავები - $8.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40%.

იანვარში ექსპორტმა $238.8 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია. ექსპორტის ზრდა პირველ რიგში სპილენძის მადნების, ავტომობილების, ღვინის და თამბაქოს ნაწარმის ზრდას უკავშირდება. 2019 წელსაც საქართველოს წამყვანი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის მადნებია.
იანვარში საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ $826.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2%-ით აღემატება.

























